
რა შეიძლება ზოგადად ითქვას ოპერაციულ სისტემებზე? ოპერაციული სისტემა სპეციალური კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც მართავს ურთიერთობას სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამულ პაკეტებს (Software), ასევე კომპიუტერის სისტემის შემადგენელ მოწყობილობასა (Hardware) და ამ სისტემის მომხარებელს შორის. პირველი ყველაზე გამართული სისტემა დაწერა ბილ გეიტსმა (კომპანია “მაიკროსოფტი” 1985 წლის ნოემბერში, სახელად “ვინდოუსი” (Windows– ფანჯრები)).
მიუხედავად იმისა, რომ პირველი კომპიუტერი შექმნა სტივ ჯობსმა (კომპანია ეფლი), ბილმა მაინც შეძლო ისეთი ოპერაციული სისტემის დაწერა, რომელიც უზრუნველყოფდა კომპიუტერებს მოხერხებულობითა და სასიამოვნო დიზაინით.
მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება და კომპანია ეფლი ნელ-ნელა იწყებდა ჩაძირვას. მაგრამ მიუხედავად ამისა სტივი მაინც ბრძოლის უნარს არ კარგავდა და ქმნიდა თავის პროდუქტებს (მაგ. Ipod-ი იყო რევოლუციური მუსიკალური ფლეიერი. იგი შეიქმნა 2001-წელს და მუსიკალური რევოლუცია მოახდინა). აგრეთვე შექმნა ოპერაციული სისტემაც, სახელად “მაკი”. მისი ადვილად მოსახმარი სისტემისა და კარგი დიზაინის მიუხედავად, მას მაინც “დახურულ სისტემად” მიიჩნევენ, რადგან სისტემური ფაილების რედაქტირება და ჩანაცვლება დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ხო, ახლა კი სათითაოდ ოპერაციული სისტემების მიმოხილვა დავიწყოთ…
Microsoft Windows
ვინდოუსი (Windows – ფანჯრები) – დღეისათვის არსებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Microsoft-ის მიერ.
როდესაც პირველი კომპიუტერი ვიყიდეთ. მასში ეყენა Windows 2000 და იმ დროისთვის ყველაზე გამართლებულ სისტემად ითვლებოდა. მეც შევუდექი სწავლას და შემდგომ წლებში, როდესაც მივხვდი, რომ Windows 2000 არცისე მოსახერხებელი იყო და ახალი ოპერაციული სისტემა, რომლის სახელიცაა “იქსპი”(მაშინ ასე ამბობდნენ ხოლმე) უკვე გამოსული იყო, შედარებით უფრო ლამაზი და “ვიზუალური ეფექტებით” აღსავსე, დავაყენე ჩემს კომპიუტერზე. მოკლედ 2009 წლამდე ასე ვიტანჯე XP-ის “ბაგებითა” და სისტემური ფაილების “Don’t Send”-ების ამოგდებით. როდესაც გავიგე, რომ არსებობდა Windows 7 (Beta) ძალიან გამიხარდა და ვეცადე დაყენებას. მაშინდელი ბეტა ვერსია საშინლად “ბაგიანი” იყო, მაგრამ XP-ს გაცილებით სჯობდა. შევეჩვიე ამ ვერსიას და სრული ვერსიის დაყენების შემდეგ, სავსებით კმაყოფილიც ვარ დღესდღეისობითაც.
Ubuntu
Ubuntu (უბუნტუ) – არის ოპერაციული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Debian GNU/Linux-ის დისტრიბუტივზე. ვრცელდება, როგორც თავისუფალი და ღია კოდის მქონე პროგრამა (open source), დამატებით დაპატენტებულ პროგრამებთან ერთად.
სახელი “უბუნტუ” ეფუძნება სამხრეთ აფრიკულ უბუნტუს ფილოსოსფიას (“ჰუმანურობა ერთმანეთის მიმართ”). უბუნტუ წარმოადგენს თანამედროვე, სტაბილურ ოპერაციულ სისტემას საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის. იგი ორიენტირებულია გამოყენებადობასა და ადვილად დაყენებაზე. ვებ-სტატისტიკის თანახმად უბუნტუს მომხმარებლები პერსონალურ კომპიუტერზე ლინუქსის მომხმარებელთა 50%-ს შეადგეს. აგრეთვე იზრდება უბუნტუს, როგორც ვებ-სერვერის გამოყენება.
აგრეთვე არსებობს მისი 2 სხვადასხვა ვერსია, ჩვენთვის კარგად ნაცნობი (სკოლებში რაც აყენია) Kubuntu და Edubuntu (რომელზეც მე ინფორმაცია არ მაქვს).
მისი მოსახერხებელი დიზაინი, ადვილად გასაგები მენიუ და სხვა უამრავი პრივილეგია აყენებს Ubuntu-ს დანარჩენ ოპერაციულ სისტემებზე მაღლა. თუნდაც, უხეშად რომ ვთქვათ, “ჰაკერები” კარგად იცნობენ ლინუქსს და უბუნტუს, რომელთა გარეშეც ხშირად სასურველ ეფექტამდე ვერც მიდიან.
Mac
მაკინტოშის ოპერაციული სისტემა X (Mac OS X) – კომპანია “ეფლის” დამუშავებული ოპერაციული სისტემის მე-10 ვერსიაა, რომელიც ეპლ მაკინტოშის სამომხმარებლო და პროფესიულ კომპიუტერებს ახლავს თან. ეს სისტემა მაკინტოშის წინა ვერსიებისგან რადიკალურად განსხვავდება და ეს ფაქტი ხაზგასმულია მის სახელში ვერსია 10-ის ნაცვლად X-ის ჩანაცვლებით. ეპლ კომპიუტერი ოპერაციულ სისტემას ცალკეც ჰყიდის, როგორც პროგრამულ პაკეტს ეპლის პერსონალური კომპიუტერებისთვის. აგრეთვე არსებობს მაკის სხვადასხვა ვერსია: Snow Leopard, Lion…
მართლაც რომ ეს ოპერაციული სისტემა არის მხოლოდ ეფლის კომპიუტერებისთვის. მრავალგზის ვცადე დამეყენებინა “ჰაკინტოში” ჩემს ლეფტოპზე, მაგრამ უშედეგოდ (ან შედეგიანად, მაგრამ უმეტეს შემტხვევაში დრაივერებს ვერ ვშოულობდი Hardware-ისთვის).