iPhone Xr და iphone x-ის მიმოხილვა

ეფლის მხრიდან სწორი მარკეტინგული სვლა იყო, როდესაც iPHone Xr არ გამოუშვა დანარჩენ ფლაგმანურ მოდელებთან ერთად. ქედს ვიხრი.

iPhone Xr ძალიან კარგი მოდელია. ვინც ცდუნებას გაუძელით და არ იყიდეთ iPhone Xs ან Max მოდელები მე მოგიყვებით, რატომ უნდა იყიდოთ iPhone Xr.

1. iPhone X და iPhone Xs აქვთ OLED ეკრანი, ხოლო iPhone Xr-ს — LCD. რასაკვირველია შავი ფერი OLED-ზე უკეთ ჩანს, მაგრამ სხვა დანარჩენი პარქტიკულად იგივეა (რაც ნაკლებ მოსალოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის);

2. iPhone Xr-ს მხოლოდ ერთი, ფართო კუთხიანი კამერა აქვს, ხოლო X და Xs-ს — ორი კამერა, რაც მათ საშუალებას აძლევთ გადაიღონ ფოტოები ოპტიკური ზუმით და ფონის გაბუნდოვნება (Blur) შესაძლებელია არა მხოლოდ ადამიანებისათვის, არამედ ნებისმიერი ნივთისთვის, რაც კადრში მოხვდება.

3. iPhone Xr-ს ეჯრანის დიაგონალი უფრო მეტი აქვს (6.1 დუიმი), ვიდრე iPhone Xs-ს (5.8 დუიმი) და უფრო ნაკლები, ვიდრე iPhone Xs Max-ს (6.5 დუიმი). მაგრამ ეკრანის გარჩევადობა ჩამოუვრადება ფლაგმანურ მოდელებისას — 1792×828 პიქსელი, რაც კვადრატულ დუიმზე გვაძლევს 326 წერილს. iPhone X და Xs გარჩევადობა გაცილებით მაღალია, 2436×1125 პიქსელი, რაც ჯვადრატულ დუიმზე 458 პიქსელს გვაძლევს.

4. iPhone Xr-ის ეკრანის ჩარჩო უფრო სქელია, ვიდრე iPhone X-ისა და Xs-ის, რამდენიმე მილიმეტრით. თავიდან ეს მკვეთრად შესამჩნევია, მაგრამ ძალიან ადვილად ეგუები.

5. iPhone Xr უფრო სქელია (8.3 მმ) და უფრო მძიმე (194 გრ), ვიდრე iPhone X (7.7 მმ, 174 გრ) და iPhone Xs (7.7 მმ, 177 გრ). iPhone 8 Plus (7.5 მმ, 202) და iPhone Xs Max (7.7 მმ, 208 გრ) უფრო მძიმეა, მაგრამ უფრო თხელი.

6. iPhone Xr-ში ნაკლები მოცულობის აკუმულატორია (2942 მა/სთ), ვიდრე iPhone Xs Max-ში (3174 მა/სთ). მაგრამ უფრო მეტი, ვიდრე iPhone 8 Plus, iPhone X და Xs-ში: 2691 მა/სთ, 2716 მა/სთ და 2658 მა/სთ.

უძღები ფერების დაბრუნება

როდესაც მთელი წელი iPhone X-ით სარგებლობ და ეჩვევი ფოლადის ჩარჩოს, ალუმინის ჩარჩო ცოტა უცნაურ შეგრძნებას ტოვებს.

iPhone Xr ანოდირებული ალუმინის ჩარჩოთია აღჭურვილი, რომელიც შეფერილია კონკრეტული მოდელის ფერით. ლითონი გლუვია, არ ბრწყინავს და არ აქვს „ხასხასა“ ფერი, როგორც აპარატის უკანა, შუშის კედელს.

ფოლადისაგან განსხვავებით, ალუმინი ნაკლებად იფხაჭნება. სამაგიეროდ, უფრო ადვილად იღებს დეფორმაციას. ამით სხვაობა დასრულებულია.

ტაქტილური შეგრძნებებით ფოლადი უფრო სასიამოვნოა, მაგრამ გემოვნებაზე არ დავობენ, ვის როგორ. ათი წელია აიფონები ალუმინისგან მზადეება და არავის გამოუთქვამს ამაზე პრეტენზია. კიდევ კარგი პლასტმასს შეეშვა ეფლი 5c-ს შემდეგ.

ჩარჩოს თემა რომ ამოვწუროთ, ვიტყვი, რომ სიმ ბარათის ჩასადები სლოტი კორპუსის ქვედა ნაწილშია გადატანილი, რაც პირველად მოხდა აიფონის შემთხვევაში.

საუკეთესო ფერი — ის რომელიც შენ გიყვარს

ჩემი მოსაზრებით iPhone Xr-ისთვის საუკეთესო ფერი — მარჯნისფერია. ის ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია. მაგრამ ჩემს ნაცნობებს შორის აზრები მკვეთრად გაიყო. ძირითადად საქართველოში შავი ფერის მოდელები მოსწონთ, სამწუხაროდ. ნაცნობმა გოგონებმა თეთრი ფერი არჩიეს. და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა გამოთქვა სურვილი შეეძინა ლურჯი, ყვითელი, ან მარჯნისფერი მოდელები.

მოკლედ, თუ თქვენც ფიქრობთ, რომ „კაცმა ფერადი ტელეფონი როგორ უნდა ატაროს“, მაშინ კლასიკური შავი და თეთრი ფერები iPhone Xr-ს აქვს. დანარჩენებმა შეგვიძლია ავარჩიოთ ფერი ჩვენი სურვილის მიხედვით. მე ყვითელიც მომწონს, ლურჯიც და რასაკვირველია მარჯნისფერი!

კიდევ ერთი მომენტი. სანამ აიფონი მინიმალური ჩარჩოებით გამოვიდოდა, ტელეფონის წინა პანელის ფერი ყოველთვის უტყუარად გვიჩვენებდა მოდელის კორპუსის ფერს. შავ მოდელს შავი წინა პანელი ქონდა, თეთრს — თეთრი. ახლა iPhone Xr-ში ყველა მოდელს წინა, წვრილი ჩარჩო შავი ფერის აქვს.

კიდევ ფერებს რაც შეეხება. ნუ იმჯელებთ iPhone Xr-ის ფერებზე ინტერნეტში ნანახი, თუნდაც საუკეთესო ფოტოებით. მიდით მაღაზიაში, კარგად დაათვალიერეთ. ნახავთ, რომ ფერები უფრო ხასხასაა და უფრო „გემრიელი“, ვიდრე ეს ფოტოზე ჩანს.

დასკვნები. ვიყიდოთ, თუ არ ვიყიდოთ

არ შეგაცდინოთ ჭრელა-ჭრულა ფერებმა. 2018 წლისათვის iPhone Xr ფლაგმანური ტელეფონია, რომელიც შანს არ უტოვებს ყველა წინა თაობის აიფონს, მახასიათებლების მთელი რიგი წყების გამოისობით.

სექტემბრის ღონისძების ყურებისას მე სკეპტიკურად განვეწყე iPhone Xr-ის მიმართ. სიმართლე გითხრათ, ერთკამერიანი გადაწყვეტილება თვალში არ მომივიდა — მანამდე ხომ Google Pixel-ში იყო მსგავსი გადაწყვეტილება და თავის დროზე გავაკრიტიკე. მაგრამ ახლა, ერთკვირიანი გამოყენების შემდეგ შემიძლია ვთქვა: iPhone Xr ძალიან კარგი ტელეფონია, შესანიშნავი კამერით, ეკრანით, პროცესორზე და წარმადობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

iPhone Xs Max-იც კი ცოტა ზედმეტ გადაწყვეტილებად მიმაჩნია iPhone Xr-ის ფონზე. მაშინ როდესაც უმცროსი მოდელის ეკრანი ოდნავ უფრო მცირე ზომისაა და თითქმის იმდენივე ინფორმაციას იტევს. 

კიდევ ერთხელ, iPhone Xr არ არის ბიუჯეტური ტეელფონი. მისი ფასი საქართველოში 2690 ლარია. და ამ ფასად თქვენ შეგიძლიათ გასული წლის ფლაგმანის, iPhone X-ის შეძენა. და მართალია შარშანდელ მოდელს ფოლადის ჩარჩო, ორი კამერა და OLED ეკრანი აქვს, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება iPhone Xr-ის ყიდვა. ვინაიდან ეს „უმცროსი“ მოდელი უკეთეს ფოტოებს იღებს, Face ID უფრო სწრაფი აქვს, პროცესორზე არაფერს ვამბობ.

და ავტონომიური მუშაობის თვალსაზრისით ყველა აიფონს ჯიბეში ჩაისვამს, ესეც ფრიად გასათვალისწინებელი მომენტია. 

და LCD ეკრანი ასევე არაფრით ჩამოუვარდება OLED-ს, გარდა შავი ფერისა. მაგრამ ამ „ნამდვილ“ შავს თქვენ დაგიტოვებთ, მე ოდნავ ნაცრისფერიც მაკმაყოფილებს.

და ბოლოს, iPhone Xr უნდა იყიდოთ და ისიამოვნოთ მისი გამოყენებით.

და მოცემული რეალობა ასეთია, მომხმარებელთა 99%-ს სრულიად ეყოფა iPhone Xr-ის შესაძებლობები. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ამიერიდან ჩარჩოიანი ტელეფონის (iPhone 8 და უფრო ძველი) ყიდვა უკვე აღარ შეიძლება!

ხოლო ვისაც მხოლოდ 5 წუთით ეჭირა ხელში და უკმაყოფილო დარჩა, ნუ მოუსმენთ.

Leave a comment